ამერიკის ელჩისთვის გაუგებარია, რატომ გრძელდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როდესაც საქართველოს ლიდერებმა აღიარეს, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ღირსეული მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის.
„ძალიან იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს პროცესი, მიუხედავად მოწოდებებისა, არ შეჩერდა. საქართველოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, უნდა გაგრძელდეს. ამაზე შეთანხმება შედგა 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს კარგ გზამკვლევს შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად.
დღეს ამერიკულ სავაჭრო პალატაში საუბარი შესანიშნავი მაგალითია, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. ბიზნესინვესტორებს, განსაკუთრებით უცხოელ ინვესტორებს, სურთ იცოდნენ, რომ ეს არის მაღალი დონის სათამაშო მოედანი, როდესაც ჩამოდიან საქართველოში ინვესტირებისთვის. მათ სურთ, იცოდნენ, რომ მათ კონტრაქტებზე აპელაცია იქნება მიუკერძოებელ სასამართლოში და შეძლებენ გამჭვირვალე სამართლებრივი პროცესის უზრუნველყოფას, თუ ექნებათ მსგავსი შემთხვევა. ამას თუ ვერ დაინახავენ, ისინი ინვესტირებისთვის სხვაგან წავლენ. ჩვენი საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში ინვესტიციების გასაზრდელად ეკონომიკის სტიმულირებისთვის და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. აქ გადამწყვეტი როლი ეკისრება სამართლიან, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე სასამართლოს“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.
ამავე თემაზე: