თბილისის მერმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ერიკა ოლსონის შეფასებებზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის ერიკა ოლსონი. კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვის შეხვდა ერიკა ოლსონი და რა განცხადებებს აკეთებს ის, არ იცის.
„რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და მისი მოადგილე? - მიმართა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონი წუხილს გამოთქვამს, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს.