დღეს თბილისში EUCOM-ის დირექტორის მოადგილე პარტნიორობის, უსაფრთხოების თანამშრომლობისა და კოსმოსური შესაძლებლობების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ედუარდ ვონი ქართველ კოლეგებს შეხვდა, რათა „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ (GDRP) შეაჯამოს და „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე“ (GDDEI) გადასვლის პროცესი დაიწყოს.
GDRP პროგრამის დასკვნითი ღონისძიების შემდეგ, ბრიგადის გენერალმა ვონმა განაცხადა, რომ „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) არის შესანიშნავი ქვეთავი ამერიკა - საქართველოს მიერ ერთად დაწერილ დიდ წიგნში.”
ცნობისთვის, GDRP-ის პროგრამა აშშ-ის უსაფრთხოების თანამშრომლობის პირველი ძალისხმევაა, რომელიც კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობის გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული და 2018 წლის მაისიდან EUCOM-ის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ცენტრალური კომპონენტია.
GDRP-ის პროგრამა ამ წლის ბოლოს დასრულდება. GDRP-ის ჩაანაცვლებს GDDEI პროგრამა, რომელიც არის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და საქართველოს თავდაცვის ძალებთან უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია.
GDDEI, რომელიც სახელმწიფო მდივანმა ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ ოქტომბერში გამოაცხადეს, შექმნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შემდგომი მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, რაც უსაფრთხოების საერთო ინტერესს უწყობს ხელს.
ის ეფუძნება GDRP-ს და მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტის გზით (საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება თავდაცვის სექტორში) ინსტიტუციურ რეფორმაზე და შესაძლებლობების გაძლიერებაზე (ბრიგადების მომზადება და დასაქმება ტერიტორიული თავდაცვისთვის კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებში).
GDDEI პირდაპირ გამომდინარეობს GDRP-ის მიღწევებიდან და აჩვენებს შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას საქართველოს მიმართ და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.