თავდაცვის ყოფილი მინისტრი მურათ ბექტანოვი, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის 31 აგვისტოს დაინიშნა, პრეზიდენტის განკარგულებით გათავისუფლდა.
„იმის გამო, რომ მათი ხელმძღვანელობა იყო არამყარი და ინიციატივის ნაკლებობა შეინიშნებოდა მათ ქმედებებში, შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს, მათთვის დაკისრებული ამოცანები ღირსეულად შეესრულებინათ“, - ასე ახსნა პრეზიდენტმა თოყაევმა გადაწყვეტილება.
ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა თავდაცვის მინისტრად რუსლან ჟაკსილიკოვის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ყაზახეთში არეულობის დროს, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას 225 ადამიანი გარდაიცვალა.