სომხეთის პრეზიდენტი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, სომხეთისთვის ამ რთულ დროს საჭიროა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა.

„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი და თითქმის ოთხწლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, დავტოვო სომხეთის პრეზიდენტის პოსტი. ეს აბსოლუტურად არ არის ემოციური გადაწყვეტილება".

„უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია, გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზ; რომელშიც არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომლებსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რელობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დაეხმაროს. პრეზიდენტს არ აქვს ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშიანო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, ნათქვამია განცხადებაში.