შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა. Reuters-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის პასუხი მოსკოვში აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა უწყებას პირადად გადასცა.
მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
ამ წუთებში, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგს მართავს.