"რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ის ამას საჯაროდაც ამბობდა და ჩვენ თვეების განმავლობში ვსაუბრობდით ამის შესახებ“, - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ემილი ჰორნმა.
ცნობისთვის, 27 იანვარს, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი შეგდა.