აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში აღმოსავლეთ ევროპაში მცირერიცხოვანი ამერიკული ძალების გაგზავნას აპირებს.
„უახლოეს დროში ჯარებს აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს ქვეყნებში გავაგზავნი. მათი რიცხვი არც ისე დიდი იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, 26 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ან ნატო უკრაინაში ჯარების განთავსებას არ აპირებენ.
„ამერიკის, ან NATO-ს ძალების უკრაინაში განთავსების განზრახვა არ გვაქვს, თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთის თუმცა ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.