ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ელჩის შეფასებით, ეს არის დრო, როდესაც ქვეყნები რუსეთს მკაფიო კოორდინირებულ პასუხს უგზავნიან.
„ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან, როდესაც უკრაინის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე ჰკითხეს. ელჩს ასევე დაუშვეს შეკითხვა საქართველოს მხრიდან, რეზოლუციის სახით მხარდაჭერის საკითხზეც.
„მე არ მინახავს საბოლოო ტექსტი, თუმცა ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს და უკრაინას. „გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ მკაფიო იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და გადავლახავთ ამ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.