იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მისი მემკვიდრის არჩევის ერთკვირიანი უშედეგო მცდელობის შემდე, პარლამენტმა მეორე ვადით აირჩია. პარტიის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს 80 წლის მატარელას პოსტზე დარჩენის გამო, მაგრამ მისი ჩანაცვლების წარუმატებელმა მცდელობებმა პოლიტიკურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა იქონია, წერს უცხოური მედია.
როგორც საერთაშორისო მედია წერს, მატარელა გამორიცხავდა თანამდებობაზე დარჩენას, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა საფრთხეში იყო, გადაწყვეტილება შეცვალა. მას პოსტზე დარჩენის თხოვნით პარლამენტის ლიდერებმა, რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დროს მიმართეს. ამასთან, Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პოსტზე დარჩენა მატარელას ასევე სთხოვა პრემიერმა მარიო დრაგიმ.
ცნობისთვის, სერჯო მატარელას 1998-1999 წლებში იტალიის ვიცე-პრემიერის, 1999-2001 წლებში კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ასევე იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღება იყო საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო.
იტალიის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტი ძლიერი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია პრემიერ მინისტრების დანიშვნა და ხშირად მოუწოდებენ პოლიტიკური კრიზისების გადაჭრისკენ.