ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა

BBC-ს ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებების ცნობით, რაკეტამ 30 წუთის განმავლობაში იფრინა, 2 000 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და გაშვების ადგილიდან 800 კილომეტრში, იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს „თავი შეიკავოს შემდგომი დესტაბილიზაციისგან“. 

იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე თვეს უკვე მეშვიდე გაშვება დაგმეს. აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფო რეგულარულად ეწინააღმდეგება აკრძალვას. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავისი ქვეყნის თავდაცვას გააძლიერებს.