სალომე ზურაბიშვილი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრეზიდენტს სერჯო მატარელას მეორე ვადით არჩევას ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტი Twitter-ზე განთავსდა. 


„ისტორიულად, საქართველო და იტალია ახლო პარტნიორები არიან. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ მატარელასთან თანამშრომლობას ორ ერს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია ტექსტში.

ცნობისთვის, იტალიის პრეზიდენტად სერჯო მატარელა მეორე ვადით აირჩიეს.