ისრაელის პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს პირველი ვიზიტით ეწვია

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების გზავნილისთვის, რადგან რეგიონის ხალხს სხვა ალერნატივა არ აქვს“, -განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.