ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გამოცდა ფოტოებით დაადასტურა

ჩრდილოეთ კორეამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც 2017 წლის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი რაკეტის გაშვების დროს არის გადაღებული. BBC-ს ცნობით, კოსმოსიდან გადაღებულ უჩვეულო სურათებში ნაჩვენებია კორეის ნახევარკუნძულის ნაწილები და მიმდებარე ტერიტორიები. 

ფხენიანმა დაადასტურა, რომ გამოსცადა Hwasong-12 საშუალო მოქმედების ბალისტიკური რაკეტა (IRBM).

მხოლოდ გასულ თვეში ფხენიანმა ჩაატარა რეკორდული რაოდენობის, შვიდი რაკეტა გაუშვა - ინტენსიური აქტივობა მკაცრად დაგმეს აშშ-მ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა.