„დატოვეთ სკოლები ღია. სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა. ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნა“, - ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ჰენრიეტა ფორეს განცხადებაშია ნათქვამი.
„ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა. ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრუფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა.
„დაუყოვნებლივ ჩაატარეთ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია. მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს სრული მხარდაჭერა და პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს COVID-19 ვაქცინების მისაღებად, მას შემდეგ რაც წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პერსონალი და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობა აცრილი იქნება.
„გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციას, როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული ჯგუფები სრულად იქნება მოცული. ვაქცინაცია არ უნდა გახდეს დასწრებული სწავლების წინაპირობა. სასკოლო სწავლების დაკავშირება COVID-19-ის ვაქცინაციასთან საფრთხეს უქმნის ბავშვების განათლებაზე წვდომას და გაზრდის უთანასწორობის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, UNICEF რეკომენდაციას უწევს სკოლების გახსნას. ქვეყნის COVID-19-ის მართვის სტრატეგიები ხელს უნდა უწყობს ბავშვების მონაწილეობას განათლებაში და სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის გარეშეც.
„კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მისაღებია რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვს რთულ დათმობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ უპრეცედენტო გამოწვევებს, რომლებსაც COVID-19 პანდემია უქმნის სასკოლო სისტემებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ ფსონები ძალიან მაღალია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვებმა სკოლებში სიარული განაგრძონ“.