უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნაზე განაცხადა.
„ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს ვუზრუნველვყოფთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ვიზიტია დაგეგმილი.
ზელენსკიმ თანამშრომლობის დეტალებზე არ ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ემზადება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად უახლოეს ორ დღეში.