გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში შოლცი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს მომავალში, როდესაც ის რუსეთს ვიზიტით ეწვევა.
„უკრაინის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ერთი რამ ცხადია: ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვიდეთ ამ ჩახლართული სიტუაციიდან სხვადასხვა დისკუსიის, ფორმატების გამოყენებით“, - აღნიშნულია შოლცის ტექსტში.