ევროპის კავშირმა მოამზადა „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ფონ დერ ლაინის თქმით, მომზადდა „მტკიცე და მრავლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები“, რომლებიც შეიცავს საერთაშორისო კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას და განსაკუთრებით ტექნიკური ბუნების პროდუქტის ექსპორტზე კონტროლს. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სადავო მილსადენი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2", ასევე სანქციების პაკეტის ნაწილია და მისი ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. მისივე ცნობით, სანქციები შეეხება ასევე პუტინის ახლო წრეს და ოლიგარქებს.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 თებერვალს ტელეფონი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შემდეგ უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ 7 თებერვალს რუსეთს ესტუმრება, ხოლო 8 თებერვალს - უკრაინას.