აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში, კომპანია“მაქრო კონტრაქშენის" თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. 

აქციის მონაწილეები შრომის შეუსაბამო ანაზღაურებას და აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ მუშაობას აპროტესტებენ. მათივე თქმით, თანამშრომლებს კომპანიის ხელმძღვანელობა სამსახურიდან უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად ათავისუფლებს, "შრომითი ხელშეკრულება კი თვალით არ უნახავთ".

 

ცნობისთვის, ორგანიზაცია "მაქრო კონტრაქშენი" აბასთუმანი-საირმე-ბაღდათის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობას ემსახურება.