რუსეთი შეიძლება, რამდენიმე დღეში, ან კვირაში შეიჭრას უკრაინაში, მაგრამ მაინც შეუძლია, აირჩიოს დიპლომატიური გზა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
"თუ ომი დაიწყება, ეს უკრაინას უზარმაზარ ადამიანურ საფასურად დაუჯდება, თუმცა ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთს სტრატეგიული საფასურის გადახდა მოუწევს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ჯეიკ სალივანის განცხადებით, გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არის დასავლეთის ბერკეტი და არა – ვლადიმერ პუტინის, ხოლო თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გაზსადენის პროექტი აღარ განხორციელდება.