ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა, პირად ბლოგზე დაწერა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაზის ფასების ზრდამ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია გაზარდა.
„იმ მძიმე კრიზისის გამო, რომელსაც ჩვენ ამჟამად გავდივართ რუსეთთან, ეს გახდა არა მხოლოდ ფასის საკითხი, არამედ მიწოდების უსაფრთხოების საკითხიც. ენერგეტიკულ პოლიტიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში: ევროკავშირის გაზის იმპორტის 40 პროცენტზე მეტი რუსეთიდან მოდის, ხოლო რუსეთის იმპორტის შემოსავლების 60 პროცენტი ევროკავშირზე. რუსეთიდან გაზის იმპორტის მთლიანი კოეფიციენტის შემცირებით, ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს არა მხოლოდ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში, არამედ ჩვენი სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირებაში“, – წერს ბორელი.