7 თებერვლიდან საქართველო დაემატა იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლის მოქალაქეებსაც საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით. მგზავრი უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:
ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ვალიდურად ითვლება, ვაქცინაციის ბოლო დოზის მიღებიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში; წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს ვირუსის დადასტურებიდან მე-14 დღეს - 180 დღიანი მოქმედების ვადით.
წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
ყველა მგზავრი ვალდებულია, საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა https://travel.gov.gr/#/.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
ამავე თემაზე
საბერძნეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის რეგულაციები შეამსუბუქა