გერმანია ლიეტუვაში კიდევ 350-მდე სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დამატებითი ჯარების განლაგება 14 თებერვალს დაიწყება. ლიეტივის თავდაცვის მინისტრმა ამ ფაქტს „მნიშვნელოვანი სიგნალი“ უწოდა.
„გერმანია, ისევე როგორც NATO-ს სხვა ქვეყნები, გზავნის ძალებს, რადგან უსაფრთხოების ვითარება რეგიონში ძალიან დაძაბულია, ჩვენი ინტერესი ჩვენი უსაფრთხოების შესახებ არ მცირდება“, - განუცხადა არვიდას ანუსაუსკასმა BNS News-ს.
NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.