საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კერძოდ, ეკონომიკის მინისტრი იქნება ლევან დავითაშვილი, მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შეუნარჩუნდება. ოთარ შამუგია იქნება სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
პრემიერმა ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა.
„რჩება ჩვენი გუნდის წევრად, მას თავის გეგმები აქვს და ამის შესახებ თავად მოგახსენებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.