"ეკონომიკის მინისტრის რანგში გატარებული 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის", - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„3 წელი ვიყავი ამ მაღალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ეს იყო მართლაც რთული წლები, მაგრამ, რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.
ახალი ინიციატივების პერიოდი მოდის, ახალი გამოწვევები დგას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, მსურს, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თქვენ მას გაგანდობთ. მადლობა ძალიან დიდი მედიას რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით და სულ ფორმაში მამყოფებდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილის შემცვლელი კი ოთარ შამუგია იქნება.