გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. ამჟამინდელი მინისტრი, ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე გადაინაცვლებს.
„ოთარი არის დევნილი სოხუმიდან, დაიბადა სოხუმში, გაიზარდა სოხუმში, სკოლა დაამთავრა სოხუმში, შემდეგ ცხოვრობდა დევნილობაში ზუგდიდში, თბილისში და თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას. ოთარმა 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. დეტალურად იცის, რა სჭირდება სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შამუგია მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს სულ 5 მოადგილე ჰყავდა. პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილია.