ლევან დავითაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება მოხდეს.

„მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს, რომელთა დიდი მონდომების, ძალისხმევის ჩართულობის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით იმას, რასაც მივაღწიეთ. ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნათიას იმ წარმატებული მუშაობისთვის, რომელიც როგორც თვითონაც აღნიშნა, ძალიან რთულ დროს დაემთხვა. პანდემიამ მთელი მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა შეცვალა და განსაკუთრებული გამოწვევები შექმნა ეკონომიკური განვითარების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა.