გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთმა გაიგო, რომ დასავლეთი ერთიანია მკაცრი სანქციების დაწესების საკითხში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა სიტუაცია კვლავ დაძაბულია.
„ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ პრობლემები მოგვარებულია. პრობლემები სერიოზულია და კიდევ გარკვეული დროით ასე დარჩება, ამიტომ, ეს საკითხი ჩვენს ყურადღებას იმსახურებს”, - განაცხადა შოლცმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შოლცმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები, ევროკავშირი და NATo ერთობლივად iმოქმედებენ პოტენციურ სანქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალიან კარგად არის მომზადებული.