NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე, რომელიც მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება, საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს.
ის მიიჩნევს, რომ ეს კარგი ადგილის პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ ფორმატი უნდა განისაზღვროს.
7 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გამართოს.