რომის პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობა მრავალმხრივი დიალოგის მეშვეობით დაიძლევა. რომის პაპმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მონაწილეობდა 26 იანვარს, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვის საერთაშორისო დღეში.
„ღმერთს მშვიდობა ვთხოვოთ, რათა დაძაბულობა და ომის საფრთხე დაიძლიოს სერიოზული დიალოგის გზით და ნორმანდიის ფორმატის მოლაპარაკებებმა წვლილი შეიტანოს ამ მიზანში. ნუ დავივიწყებთ: ომი სიგიჟეა“, - აღნიშნა რომის პაპმა.