„უნდა დავინახოთ, რომ სიტყვებს ქმედებები მოჰყვება. უნდა დავინახოთ, რომ ჯარები და ტექნიკა, რომელიც უკრაინის საზღვართან დგას, სხვაგან გადაინაცვლებს“, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ლიზ ტრასის თქმით, სერგეი ლავროვმა მას უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს. ლიზ ტრასი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ცივი ომის რიტორიკაზე.
ბრიტანელმა მინისტრმა გააფრთხილა ლავროვი, რომ განგრძობადი აგრესია მძიმე შედეგებს გამოიწვევს. თავის მხრივ, ლავროვმა განაცხადა, რომ სწორედ რუსეთი განიცდის მუქარას და რომ „დასავლეთში დიდი ისტერიაა".
ლიზ ტრასის შეფასებით, უკრაინის მიმართ რუსეთის ხელისუფლების აგრესია მსოფლიოში რუსეთის მდგომარეობას სერიოზულად უთხრის ძირს.
მისივე თმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ აგრესია შეწყვიტოს და დიპლომატიური გზა განაგრძოს.
„NATO-მ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ თუ ეს გზა არჩეული არ იქნება, მას რუსეთისთვის, უკრაინის და მთელი ევროპისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. რუსეთს აქვს არჩევანი, რამაც შეიძლება, უკეთესი მომავალი გამოიწვიოს ევროპის, რუსეთისა და რუსი ხალხისთვის“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.