"პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს კონგრესში ორივე პარტია, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში", - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა მსჯელობისას განცხადა.
ამასთან, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის გამო გაჩენილი შეშფოთების ფონზე, კონგრესმენმა ჯო ვილსონმა უკრაინას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა.
„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ აშშ-ს კონგრესში ორივე პარტია, როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ერთიანნი არიან უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. მათი მხარდაჭერა მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნებისმიერი იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც დაპყრობილი ან ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ან რომელიც კრემლის მხრიდან იძულების, ან პუტინისგან მომდინარე საფრთხის ქვეშაა, კერძოდ, ბალტიის რესპუბლიკები: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი“, - განაცხადა ვილსონმა.