უკრაინამ აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო

უკრაინამ აშშ-დან კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა მიიღო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე რეზნიკოვმა Twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს.

„დღეს კიდევ 90 ტონა საბრძოლო მასალა ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ჯამური წონა ამჟამად 1300 ტონას აღწევს“, - წერს რეზნიკოვი.

10 თებერვალს უკრაინაში ამერიკიდან სამხედრო დახმარების გადამზიდავი კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავიდა.


ამავე თემაზე

საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს