უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს.
„მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა საზიანო გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. უსაფრთხოების მუდმივმა საფრთხეებმა უკვე გამოიწვია კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება. უკრაინა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას კარგავს გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მისი გავლენის გამო.
ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ასევე ეკონომიკურად. მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაზე ძლიერ ეკონომიკურ გავლენას ახდენს. წევრი ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ კომისიის წინადადებას, რათა ფინანსური დახმარება უკრაინას შეუფერხებლად მიეწოდოს“, - აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა.
წინადადება ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.