უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
უკრაინის საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებების და პარტნიორების დახმარების წყალობით, უკრაინამ კიდევ უფრო გააძლიერა სახელმწიფოსა და უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უნარი.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ვითარების ესკალაციის დასაწყისიდანვე, ჩვენი სახელმწიფოს ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ძალისხმევას არ იშურებენ, რათა უკრაინა დარჩეს მტკიცე და მზად იყოს მოვლენების სხვადასხვა სცენარის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესიული განზრახვის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ, გუშინ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომაზე, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდა, განხორციელდა უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობისა და უკრაინის შემდგომი ქმედებების საფუძვლიანი ანალიზი”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.