12 მარტს თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას აპირებს, ვადამდელი არჩევნები 12 მარტს არის დაგეგმილი. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟი შესაძლოა, სახელმწიფოს ახალი მეთაური გახდეს.
64 წლის გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 11 თებერვალს განაცხადა, რომ აპირებდა საპრეზიდენტო პოსტის დათმობას ახალგაზრდა ლიდერებისთვის.
ბერდიმუჰამედოვი 15 წელია, თურქმენეთის პრეზიდენტია. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო.
სერდარ ბერდიმუჰამედოვს 40 წელი გასულ წელს შეუსრულდა, ეს კი მას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლებას აძლევს.
სერდარ ბერდიმუჰამედოვი პრემიერ-მინისტრის მოადგილე და თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრია.
2021 წელს თურქმენეთი ორპალატიან საპარლამენტო სისტემაზე ისტორიაში პირველად გადავიდა.