ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ თავის სიტყვაში რუსეთზე ისაუბრა. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს შეუწყობს ხელს, ვინც დემოკრატიის მხარეს დადგება.
„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“.
„მივმართავ პრეზიდენტ პუტინს: ჩვენთან ერთად მოძებნეთ გზა, რომელიც დაიცავს მშვიდობას ევროპაში“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია.