უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა, უახლოეს დღეებში კიევს ესტუმროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ამერიკულ ტელეკომპანია CNN დაყრდნობით ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში თქვენი ჩამოსვლა კიევში იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას. ეს გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“, – განუცხადა ზელენსკიმ ბაიდენს.