NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდეთ. საერთო აქტოვობები და წვრთნები გვაქვს. NATO და საქართველო მჭიდროდ მუშაობენ. ჩვენ კვლავ ვუწევთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს საქართველოსა და ნატოს შორის რეგულარული და მნიშვნელოვანი კოორდინაციის ნაწილია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან მაღალი რანგის შეხვედრის ფორმატზე საუბარი ჯერ ნაადრევია.