NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან

უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა.

„ალიანსის ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ქართველი და უკრაინელი მეგობრებისთვის მესიჯი ძალიან ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა", - განაცხადა ჯულიან სმიტმა.