ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროსი და საქართველოს საელჩოსი უკრაინაში, რომ ისინი არიან აქ, ადგილზე, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა.
მისი თქმით, ნებისმიერ აგრესიას წინააღმდეგობა ერთიანობით უნდა გავუწიოთ.
„ნებისმიერ აგრესიას და მუქარას, სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა. საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - „ძალა ერთობაშია“. ის, რომ ახლა უკრაინაში სროლა არ არის, იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ერთად ვართ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაგვეხმარნენ იარაღით, ასევე, მორალურად და ფინანსურად. არც ჩვენ და არც საქართველომ უარი არ თქვა მისწრაფებაზე, რომ უნდა ვიყოთ ნატოში, რაც ჩვენი სუვერენული არჩევანია“, - განაცხადა დოლგოვმა.