NATO-ს მინისტერიალი არის პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის გამართვამდე განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი უკრაინასა და მის გარშემო. მათ გაზარდეს ჯარის რაოდენობა და ჯერჯერობით დეესკალაცია არ არის. მაგრამ ჩვენ გვესმის გზავნილი დიპლომატიის შესახებ და მზად ვართ, ჩავერთოთ დიპლომატიურ ძალისხმევაში რუსეთთან.
ეს მინისტერიალი ევროპის უსაფრთხოების კრიტიკულ სიტუაციაზე იქნება ფოკუსირებული, მაგრამ გვექნება სხვა შეხვედრებიც. ჩვენ შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან და საქართველოდან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.