NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ და პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ ჩვენს ახლო პარტნიორებს უკრაინასა და საქართველოს; ჩვენ განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება და ალიანსის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ. დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება, NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმ აღნიშნა, რომ NATO და მისი მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში.
„თავდაცვის უფლება გაეროს წესდებაში გაწერილი უფლებაა. მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ძალების წარმომადგენლობის საკითხი.
დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება.
„ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.