ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუსეთის მიერ საბავშვო ბაღის დაბომბვას პროვოკაცია უწოდა

"ლუგანსკიში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა" , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის დასაფიქსირებლად“, - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლებაში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები საბავშვო ბაღსაც მოხვდა.