რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე, ბარტ გორმანი ქვეყნიდან გააძევა.
ამერიკის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ გორმანს აშშ-ის საელჩოს მოქმედი ვიზა ჰქონდა და რუსეთში სამ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატების და პერსონალის უსაფუძვლო გაძევება და პროდუქტიულად იმუშაოს ჩვენი მისიების აღსადგენად“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს ჰყავდეთ საჭირო დიპლომატიური პერსონალი, რათა ხელი შეუწყოს ჩვენს მთავრობებს შორის კომუნიკაცია“, - აღნიშნავს უწყების პრესსპიკერი.