18 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.