უკრაინის თავდაცვის მინისტრი: პროვოკაციები არ შეწყდება

"კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოში განხორციელებული სცენარით აღიარებას განიხილავს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროვოკაციები არ შეწყდება.

„პროვოკაციები არ შეწყდება. კრემლი მაინც ამზადებს დასაბუთებას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებისთვის იმავე სცენარის მიხედვით, რომელიც საქართველოში განახორციელა. მიუხედავად იმისა, ამას განახორციელებენ თუ არა, ეს ვარიანტი მაგიდაზე ექნებათ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.