საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პოლონეთი 22:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ბოლო ტურში, 20 თებერვალს, საქართველსა და სლოვაკეთის ნაკრებები ითამაშებენ, ჯგუფში პირველ ადგილს ამ მატჩში გამარჯვებული მოიპოვებს.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ხორვატიის ქალაქი სპლიტი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 2014 წელს გავიდა, სადაც მეთორმეტე ადგილი დაიკავა. 2016 წელს მეთოთხმეტე, 2018 წელს - მეცამეტე, 2020 წელს კი, მეათე ადგილი დაიკავა.