უკრაინული მედია: დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების დაბომბვისას 2 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები უკრაინული ძალების პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ბომბავდნენ. 19 თებერვალს, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ოთხმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი გაუხსნეს, 19 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 8-ჯერ დაირღვა.

ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.