საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ჯერ არ დაუწესებს.
„შეხვედრები ლიდერების, მინისტრების დონეზე, რა ფორმატშიც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს საუბარი და ომის თავიდან აცილება ძალიან საჭიროა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
20 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ლეგიტიმური მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ რუსეთს ახლა მაინც დაუწესდეს სანქციების ნაწილი, რათა ევროკავშირმა აჩვენოს, რომ არა მხოლოდ საუბრობს სანქციებზე, არამედ მოქმედებს კიდევაც.